დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ადვოკატი - პროკურატურა ადვოკატს საჯარო განცხადებების გამო არ უნდა იბარებდეს 22.09.2020 16:55

ადვოკატის საჯარო განცხადებები პროკურატურის მნხრიდან მასთან  გასაუბრების  საფუძველი არ უნდა გახდეს.  როგორც რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის  საქმის ადვოკატმა ეკა ქობეთაშვილმა განაცხადა,  დაცვის მხარე, როცა ოჯახთან შეთანხმებით სტრატეგიაზე მუშაობს, გამოძიების მხრიდან არ უნდა გახდეს საჯარო  განცხადებები ადვოკატების,  თუნდაც გასაუბრების მიზნითაც,  დაბარების საფუძველი.

„ნებისმიერ საჯარო მიმართვაზე ადვოკატები პროკურატურას არ უნდა აბარაბდნენ  ანგარიშს.  ეს უკანონო ქმედება და საადვოკატო საქმიანობაში ჩარევაა,“ -  განაცხადა მან. ადვოკატი აცხადებს, რომ    გამოძიებას შეეძლო გამოეთხოვა  ნებაყოფლობით მიხელ რამიშვილსა და ფურცხვანიძეს  შორის  კომუნიკაციის  ამონაწერი და არ მოეხდინა მისი დაბარება და  მით უფრო ტელეფონის  ჩამორთმევა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა. პროკურორ დავით გუბერიძის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

„პროკურატურამ არასწორი და სახიფათო პრაქტიკა წამოიწყო. მსგავსი რამ  აქამდე არ ყოფილა. რაც შეეხება  პროკურატურის განცხადებას, რომ რამიშვილმა უმიზეზოდ დატოვა ექსპერტიზის  შენობა, ეს  არ არის სწორი, ვინაიდან  ადვოკატი თავად გამოცხადდა გასაუბრებაზე, მოთმინებით ელოდა მიმოწერის  გადახედვას, მაგრამ მას შემდეგ რაც დააინახა, რომ ადგილი ქონდა მისი პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის  კლონირებას, დატოვა კიდეც  პროტესტის ნიშნად შენობა,“ -  განაცხადა ეკა ქობეთაშვილმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მიმართავს ადვოკატთა კორპუსს   პროკურატურის ქმედებაზე მკაფიო და მყისიერი   რეაგირება მოახდინოს.  „რაც შეეხება საქმეს,  მასზე  ბევრი კითხვაა  პასუხგაუცემელი და ველოდებით გამოძიებისგან ქმედებებს. პროკურატურის მხრიდან  ყველა დარღვევაზე გვექნება  სათანადო რეაგირება“ - განაცხადა ადვოკატმა ეთერში საუბრისას. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ