დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე - იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც მსურველები კორონავირუსის ტესტის აღებას შეძლებენ 22.09.2020 16:57

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება მოწყობილი, სადაც მსურველებს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლებათ. 

გამყრელიძის თქმით, მათი მიზანია თბილისში 1000 ადამიანის ნიმუში აიღონ რათა გარკვეულწილად ინფექციის ინტენსივობის გაზომვა მოხერხდეს. 

"მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე. დღეს და ხვალ შესაძლებელი იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, დაახლოებით 1000 ადამიანი უნდა შემოწმდეს. ეს კვლევები არის საშუალება, რომ გარკვეულად, პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ