დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროკავშირის სამიტი გადაიდო, რადგან დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა 22.09.2020 20:20

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმიული, 1-2 ოქტომბერს გაიმართოს. ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარენდ ლეითსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

 

„ევროსაბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა გადაიდოს ევროსაბჭოს სპეციალური სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ის გაიმართება 1-2 ოქტომბერს“ - წერს ლეითსი. მისი განმარტებით, მიშელის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა, რის გამოც ევროსაბჭოს მეთაურმა გდაწყვიტა, კარანტინის რეჟიმი დაიცვას. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ის ავად არ არის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ