დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„გამოძიებას უჭირს და ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ფოტოების გაყალბება ჩემი შეკვეთაა 22.09.2020 23:52

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ხვალ, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხავენ.

 

 

„ცდილობენ, რაღაცნაირად დააკავშირონ, თითქოს მე საქმის კურსში ვიყავი. თითქოს ეს ყველაფერი ჩემ მიერ იყო დაგეგმილი და ფოტომასალა ჩემს მიერ იქნა გაყალბებული. თითქოს მე ახლა ვამტკიცებ იმას, რაც ჩემთვის უკვე ისედაც ცნობილია, რომ იქ ავტომობილი არ მდგარა. ავტომობილი ზუსტად იმ დღეს მიიყვანეს, როდესაც აქცია გაიმართა. აქციაზე იკრიბებოდნენ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ ჯგუფ-ჯგუფად გასულიყვნენ და მოეძებნათ ავტომობილი. გამოძიებას უჭირს და ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ჩემი შეკვეთაა. მე ბატონმა დავითმა მომიტანა მასალა და მითხრა, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარო. ხომ არ დამესიზმრებოდა, დავითი საიდან მოიტანდა მას. მან მითხრა, რომ ეს არის ნამდვილი. ეს ფოტოები რომც არ ყოფილიყო, თავიდანვე ვამბობდი, რომ ავტომობილი ოთხი დღე მანდ ვერ იქნებოდა. უნდათ, რომ დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ყალბი სურათები მას მე დავავალე და შევუკვეთე, რადგან ეს სურათები რომ არ იყოს, იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაშია გამოძიება, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც მე ვამტკიცებ, და რასაც არ აკეთებენ. გამოძიების მხრიდან ყველაფერი არის სიყალბე და მაგით უნდათ, რომ საქმეს ჩამომაშორონ“, – განაცხადა ადვოკატმა. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძეზე ზეწოლა განხორციელდეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ