დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო.
ცენტრის ცნობით, დღეს ნებისმიერ მსურველს დილის 09:30 საათიდან 20:00 საათამდე შეუძლიათ უფასო ტესტირება გაიარონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge