დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოში კორონავირუსისგან 24-ე პაციენტი გარდაიცვალა 23.09.2020 10:47

 

საქართველოში  კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა  რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 255 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 563 მოქალაქე.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ