დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

 რატომ გაიზარდა მშენებლობების თვითღირებულება 23.09.2020 12:39

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობების ღირებულების ინდექსი 0.7 % გაიზარდა, რამაც თავის მხრივ, მშენებლობების თვითღირებულების გაზრდა გამოიწვია. 

 

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

 

ამასთან, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4%-ით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. პირველ კვარტალთან შედარებით კი ინდექსი 0.7 პროცენტით არის გაზრდილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ