დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პაატა ბაირახტარი - ეროვნული ბანკის ინტერვენციების პოლიტიკა გადასახედია 23.09.2020 14:05

ეროვნული ბაკის ინტერვენციების პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობაზე  საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი ,,ჯორჯიან თაიმსთან'' საუბრისას

 

,, რა რაოდენობის თანხა სჭირდება ბაზარს ამის პროგნოზი, მხოლოდ ეროვნულ ბანკს შეუძლია, მაგრამ გამორიცხულია, ისიც რომ ბაზარს ყოველ ჯერზე ერთი და იგივე რაოდენობის თანხის დონაცია სჭირდებოდეს  -აცხადებს ჯორჯიან თაიმსთან საუბარში ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.

 

დღეს  ეროვნული ბანკი  სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.სებ-მა 40 მილიონი დოლარი სავალუტო ბაზარს 16 სექტემბერსაც მიაწოდა.წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარი გაყიდა. ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 460 მილიონს გაუტოლდება.

 

,,კრიზისში  მხოლოდ ეროვნულ ბანკს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ,  ლოქდაუნი,  დონორების მიერ გადმორიცხული თანხის მხოლოდ სოციალური  დახმერებისათვის გამოიყენება, ბიზნეს სექტორის ფაქტობრივი უგულვებელყოფა, კაბალური შეზღუდვები, სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი  - აცხადებს პაატა ბაირახტარი ,, ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბრისას

 

 მისი თქმით - ,,სამომხმარებლო  კალათის  70 %  პროცენტი იმპორტით ივსება, რაც ბუნებრივია ფასის მატებას იწვევს.

 

 ,,მიმდინარე წელს, სხვა გამოსავალი არ აქვს ქვეყანას, გარდა ეროვნული ბანკის რეზერვებისა, ქვეყნის მთავარ ბანკს მეტი მოქნილობა მართებს  - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი  .

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ