დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ჩემი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მქონდა"-მიხეილ რამიშვილი 23.09.2020 14:10

 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ ჰქონდა. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე  განაცხადა.

 

„ჩემი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია, ამ განჩინების გასაჩივრების უფლება 48 საათში მქონდა. განჩინება პროკურატურამ არ გადმომცა, სასამართლოში მოვედი, განჩინება მოვითხოვე, სადაც მითხრეს, განცხადება დაწერე და მეორე დღეს მოგცემთ განჩინებასო. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადა მეწურება. ამ პრეცედენტს, რომელიც განხორციელდა და რომლის მიხედვითაც დაირღვა ევროპის კონვენცია, სტრასბურგში ვერ გავასაჩივრებ. ეს სპეციალურად კარგად მოფიქრებულია, დროს არ გვაძლევენ. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, რომ ამდაგვარი შუამდგომლობა მოსამართლეს დაეკმაყოფილებინა,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი და ამავე საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იკითხებიან. ექსპერტიზის დასკვნით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ