დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"მიხეილ რამიშვილთან კითხვები მის ტელეფონში აღმოჩენილ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე გვექნება"- პროკურორი 23.09.2020 14:22

 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების დაკითხვასთან დაკავშირებით, პროკურორმა დავით გუმბერიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებით, ჯერჯერობით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. მისივე თქმით, გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

„ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი იკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხება. დღევანდელი დაკითხვა დავით ფუცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. მან ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო და გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა,“- განაცხადა პროკურორმა.


მისივე თქმით, რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში ადვოკატმა წარმოადგინა. პროკურორის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფობში აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა.


„ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბაღად", რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტი და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები", მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი და ამავე საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იკითხებიან. ექსპერტიზის დასკვნით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ