14:24 23.09.2020
ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge