დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ივა ჭყონია - ფასების ზრდა გარდაუვალია 23.09.2020 14:33

ლარის კატასტროფული ტემპით ზრდის პარალელურად ფასების მატება გარდაუვალია. როგორც რადიო „ჯორჯიან თაიმსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განუცხადა, თუ არ მოხდება მთავრობის მხრიდან დროული ჩარევა, ფასების ზრდა პირველ რიგში  დაარტყამს პირველადი მოხმარების პროდუქციით  მოსარგებლე ადამიანებს.

„საუბარი არაა  პრემიუმ ხარისხის  პროდუქციის რეალიზატორებზე, რომელთაც  ასევე  მოუწევთ საქმიანობის გადახედვა. საქართველო ყველაფერში დამოკიდებულია იმპორტზე. ადგილობრივ მწარმოებლებსაც კი, ნედლეული შემოაქვთ და  ლარის კურსის კატასტრიფული ვარდნის პირობებში დოლარში ნაყიდი ნედლეულის ადგილობრივ ბაზარზე  სარეალიზაციო ფასი, ბუნებრივია, მოიმატებს“ -  განაცხადა ჭყონიამ.

ის თუ როგორაა შესაძლებელი პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების  შენარჩუნება, ივა ჭყონია ერთერთ ვარიანტად სუბსიდირებას ასახელებს. „პურს ვყიდულობთ ლარში, მაგრამ ნედლეულს - ხორბალს, მარილს, ზეთს, საწვავს სადისტრიბუციუო ქსელისათვის დოლარში. მერე მარტო პური ხომ არაა 21-ე  საუკუნეში, ადამიანს  სხვა რამეც ჭირდება და  თუ არ მოხდა  სერიოზული ჩარევა, ძალიან  რთული ვითარება შეიქმნება,“ -  განაცხადა მან.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ინვესტიციებს პანდემიიდან გამომდინარე  არ უნდა ველოდოთ, კარგი იქნებოდა  ქამრების შემოჭერა და ამ მიმართულებით ბიუჯეტის გადახედვა. „მითუმეტეს, რომ ინვესტიციების კლების პარალელურად, საარჩევნოდ ხდება ჭარბი ლარის  გამოტანა და ეს კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება ლარის კურსზე. ფაქტია, რომ სებ-ის ინტერვენციამ და მოკლე პერიოდში  120 მილიონი $-ის გამოტანამ ვერ შეაჩერა ეროვნული ვალუტის გაუფასურება,“ -  დასძინა ჭყონიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ