დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ რამიშვილი: პროკურატურას სურდა ჩემი პასუხისმგებლობა დაეყენებინა და საქმეს ჩამოვეშორებინე 23.09.2020 18:41

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით პროკურატურაში დღევანდილი დაკითხვა ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა.

 

როგორც მიხეილ რამიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ განაცხადა, პროკურატურის ინტერესი იყო, რომ მისი პასუხისმგებლობა დაეყენებინათ და საქმეს ჩამოეშორებინათ.

 

„პროკურატურა ცდილობდა როგორმე შეეთითხნა ისეთი რამ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს მიერაა შექმნილი და მე გავუკეთე ამ სიყალბეს ორგანიზება. ამით ჩემს პასუხისმგებლობას დააყენებდნენ და საქმეს ჩამომაშორებდნენ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

მიხეილ რამიშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებდა, რომ მიხეილ რამიშვილი კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას ცდილობდა და სიტუაციას ემოციური გამოსვლებით ძაბავდა.

 

როგორც ადვოკატმა პროკურორის საპასუხოდ განაცხადა, იგი შეკითხვებს დადებითად არ პასუხობდა, რაც პროკურატურამ თავის არიდებად მიიჩნია.

 

„ეს სიყალბე არ არის ჩემი შეკვეთილი. 6 სურათი დავითი ფურცხვანიძემ თავისი გადაწყვეტილებით მოიტანა და პასუხისმგებელიც ის არის.

 

ის, რაც გამოძიების მიერ განხორცილდა, ჩემს პირად სივრცეში შემოჭრაა.

 

გადაწყვეტილება იყო იმ 6 ფოტოსურათის ამოღება. მათ კი მთელი ჩემი ფოტოსურათები, აუდიო, პირადი თუ  კლიენტების ფაილები ყველაფერი გადმოწერეს. ეს უფლება დარღვევა აუცილებლად უნდა გავასაჩივრო, მაგრამ არა საქართველოში, არამედ ევროპაში,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ