ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ცნობილი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე გახდა.
მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ გივი ჭიჭინაძე იქნება, „ევროპული საქართველოდან” აკაკი ბობოხიძე, „ლელოდან“ კი თორნიკე ართმელაძე.
თავად კანდიდატი წარდგენას არ ესწრებოდა. ნანუკა ჟორჟოლიანი საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში გასვლისთვის ემზადებოდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge