23:27 23.09.2020
ჯო ბაიდენის შვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა. ამის შესახებ აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

 

 

„შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რონ ჯონსონმა და ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჩაკ გრასლიმ ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ჰანტერ ბაიდენსა და მის პარტნიორებს შორის, მათ შორის მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებთან საეჭვო ტრანზაქციებია ასახული“, - ნათქვამია განცხადებაში. ანგარიშის თანახმად, კომპანია Rosemont Seneca Thornton-მა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯო ბაიდენის შვილია, ელენა ბატურინასგან უნაღდო ანგარისშწორებით 3.5 მილიონი დოლარი მიიღო. „რესპუბლიკელი“ სენატორების აზრით, ჰანტერ ბაიდენი და მისი ოჯახის წევრები მასშტაბურ ფინანსურ ქსელში მონაწილეობდნენ, რომელიც უცხოელ მოქალაქეებსა და მთავრობებს მოიცავდა.

 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჰანტერ ბაიდენი და მისი პარტნიორი დევონ არჩერი მილიონობით დოლარს იღებდნენ საეჭვო წარსულის მქონე უცხოელებისგან. გარდა ამისა, ჰანტერ ბაიდენი, სავარაუდოდ, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებთან თანამშრომლობდა.

 

 

ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge