დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

სოსო მანჯავიძე - მიხეილ რამიშვილმა გვარამიას შიზოფრენიული, მავნებლური და ვირეშმაკურ-პოლიტიკური ვერსიის გაყალბება მოახდინა 24.09.2020 08:27

ექსპერტ სოსო მანჯავიძე  იმ ადვოკატების უკვირს, რომლებიც  მიხეილ რამიშვილს სოლიდარობას უცხადებენ.  ამ თემაზე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მანჯავიძე წერს, ის თავს იკავებდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ქცევის შეფასებებისგან, თუმცა, რამიშვილმა საბოლოოდ აიღო ხელი სინდისზე და მარაზმის ახალ სფეროებს ქმნის:

გულწრფელად მაინტერესებს, იმ ადვოკატებს, რომლებიც დგანან და მიხეილ რამიშვილს სოლიდარობას უცხადებენ, მოსწონთ მისი საქციელი თუ მათთვის ყველაფერზე მაღლა პროფესიული სოლიდარობაა? ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პროკურატურის დაცვა მომიწევდა. რას ითხოვს ეს ხალხი, რომ მტკიცებულებების აშკარა გაყალბების ფაქტიც არ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რახან საქმე ადვოკატს ეხება? თანაც გაყალბება მოხდა აშკარა პოლიტიკური შეკვეთით, რათა განმტკიცებულიყო გვარამიას ერთდროულად შიზოფრენიული, მავნებლური და ვირეშმაკურ-პოლიტიკური ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

ციანიდის საქმე მახსენდება, რა საოცრებებს ამბობდა და აკეთებდა რამიშვილი, მეგონა, რომ მეტ სირცხვილს აღარ ჭამდა და გაჩერდებოდა. შენც არ მომიკვდე, როგორც იმერეთში ამბობდნენ, ახლა საერთოდ გახვრიტა ფსკერი. მამამისს, ცხონებულ ოთარ რამიშვილს კარგად ვიცნობდი, ხშირად იყო ჩვენთან ოჯახში, ბევრჯერ მოგვილხენია, ზურასაც ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას, მერე გასტროლებზეც დადიოდნენ ერთად. ამიტომ თავს ვიკავებდი ხოლმე მისი ქცევის შეფასებისგან. მაგრამ სინდისზე საბოლოოდ აიღო ხელი და მარაზმის ახალ სფეროებს ქმნის, არადა, ძველებშიც ყელამდე ვართ ჩაფლულები. ღმერთმა გონზე მოიყვანოს ისიც და მასთან სოლიდარულებიც,  წერს სოსო მანჯავიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ