დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა 24.09.2020 10:28

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საერთო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ