11:57 24.09.2020
კასტრამის ოლქში გამართულ არ არჩევნებში ნომინალურმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩუხლომსკის ოლქის, სოფელ პოვალიხინსკის თავმჯდომარის პოსტზე, დამლაგებელ მარინა უდგოვსკაიას ნომინალურ კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მოქმედმა თავმჯდომარემ  და არჩევნებში მისმა ,, მეტოქემ’’ ნიკოლაი ლექტოვმა სთხოვა.

 

,,არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩემი სურვილი არ ყოფილა. მინდოდა, რომ ადამიანს უბრალოდ დავხმარებოდი, მას კი სურდა ხალხისთვის კონკურენციის ილუზია შეექმნა’’ -ამბობს მარინა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში


მისივე მთქმით, არჩევნებში გამარჯვებას საერთოდ არ ელოდა  და ამისათვის არც არაფერი გაუკეთებია.

 

 ,,ამ თანამდებობისთვის მორალურად მზად არ ვარ, ეს პასუხიმგებლობაა, საქმეა გასაკეთებელი, მე კი არც სოფლებისა და არც მოსახლეობის რაოდენობა ვიცი. არც დოკუმენტებთან მქონია საქმე ოდესმე - ამბობს სოფლის ახალი თავმჯდომარე.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotime.ge