დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნინო ლომჯარია: ბაჩალიაშვილის საქმეზე შესაბამისი რეკომენდაცია უახლოეს პერიოდში გვექნება 24.09.2020 12:01

 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალებს ეცნობა.

 

მისი თქმით, საქმე საკმაოდ მოცულობითია და შესაბამისი პოზიცია თუ რეკომენდაცია უახლოეს პერიოდში ექნებათ.

 

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვეცნობით საქმის მასალებს. საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასალებია, მრავალი ტომია საქმეში, დაახლოებით 20 ტომს უკვე გავეცანით. პერიოდულად ვიღებ ინფორმაციას, რა დევს საქმის მასალებში. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში დავასრულებთ და გარკვეული წარმოდგენა გვექნება გამოძიების ეფექტურობასთან მიმართებით, თუმცა ამ ეტაპზე საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. ალბათ, პრაქტიკულად ერთადერთი უწყება ვართ, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად იცნობს საქმეს და ალბათ, უახლოეს პერიოდში გვექნება შესაბამისი პოზიცია და რეკომენდაცია",-განაცხადა ლომჯარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ