დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტში მონაწილეობას გიორგი გახარია მიიღებს 24.09.2020 12:19

 

 

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი გაიმართება. სამიტი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიმართავს.


სამიტში იმ ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.


ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართავენ ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ