დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილი: ეს ნიშანია, რომ მივდივართ გამარჯვებისკენ 24.09.2020 12:43

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამდა გაერთიანებულმა ოპოზიციამძალა ერთობაშიაძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარდგენა შეძლეს.

 

როგორც სააკაშვილი საკუთარფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განმარტავს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ისნაციონალური მოძრაობისპარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.

 

გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

 

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნებანაციონალური მოძრაობისსიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ