საქართველოში ფქვილის ფასს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გარდა, ლარის კურსიც განსაზღვრას, რადგან ფქვილს დოლარში ვიძენთ აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პურ -პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
გაძვირდება თუ არა ფქვილი, ლარის კურსზეა დამოკიდებული. ყველაფერი მაინც ერთი თვის პერსპექტივაში გამოჩნდება, ლარის და რუსული ხორბლის ფასის კუთხითაც, ამასთან რამოდენიმე თვის გარდამავალი მარაგიც არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხორბლის ფასის გაძვირება ფქვილზე მყისიერად არ აისახოს- ამბობს ასოციაციის ხელძღვნელი.
,,ჩვენ ყოველდღიურ კოორდინაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი თუ კი ლარმა გაუფასურება განაგრძო და მსოფლიო ბაზარზეც ხორბლის ფასმა კატასტროფულად აიწია მთავრობა სუბსიდირების პროგრამას აამოქმედებს - აცხადებს სილაგავა.
პურის ბაზრის რუსეთთან მიბმის საკითხის პოლიტიზირებისაგან თავის შეკავებას ურჩევს ხელისუფლებას პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.
,,ქვეყანას ყოველწლიურად 800 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, გვინდა თუ არა ამ ეტაპზე რუსეთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ მეზობლის ფაქტორი და მოვხსნათ ხელოვნური ბარიერები და პოლიტიკანობას თავი დავანებოთ- აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში პურ- პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე
ავტორ(ებ)ი : geotime.ge