დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე: საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული 24.09.2020 14:17

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული და აგვისტოს ბოლოდან ტესტირების დინამიკა იზრდება.

 

გამყრელიძის განმარტებით, ვისაც ტესტირებას ჩაუტარებენ, პასუხის მიღებამდე აუცილებელია ეს მოქალაქეები თვითიზოლაციაში იყვნენ, რათა დადებითი პასუხის შემთხვევაში გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ.

 

„ქვეყანაში დღემდე ჩაბარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი. ტესტირების დინამიკა არ მცირდება და ბოლო 1 თვის მონაცემებს მოგახსენებთ: 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5 568 „პისიარ“ ტესტი. 4-დან 13 სექტემბრამდე ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი იყო 8 466 ტესტი. 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საშუალოდ გვაქვს 10 232 ნიმუში ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ტესტირების დინამიკა არის მზარდი, აქ დამალული არაფერი არ არის და არის ზრდის დინამიკა, თუმცა ლაბორატორიები საკმაოდ დატვირთულია ამიტომ, აჭარაში გარკვეული დაგვიანებაც გვქონდა და ამ ადამიანებს ბოდიშიც მოვუხადე. ამასთან, ყველა ადამიანს, ვისაც ტესტს აუღებენ, აფრთილებენ, რომ სანამ პასუხს მიიღებს, სასურველია თვითიზოლაციაში იყოს, რომ თუ მას დადებითი პასუხი მოუვა, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ