დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

მშობლის სურვილის შემთხვევაში დისტანციურ სასწავლო პროცესს სკოლა უზრუნველყოფს 24.09.2020 14:37

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ.

 

მისივე თქმით,  მშობლის სურვილის შემთხვევაში დისტანციურ სასწავლო პროცესს სკოლა უზრუნველყოფს.

 

„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც ყველას ინტერესს ითვალისწინებს. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, 1-დან 6-ე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში, ამ სკოლებშიც, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაციას სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და ასეთი სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება“,-განაცხადა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ