დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტები საქართველოს რეგიონების განვითარების პროექებზე მუშაობენ 24.09.2020 14:46

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, აგრძელებს მუშაობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აბასთუმნისა და მიმდებარე ტერიტორიების, ასევე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განვითარების პროექტზე, - ამის შესახებ  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ შეარჩია ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის ამოცანაა შეისწავლოს და მოამზადოს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთება, სადაც თავმოყრილი და შეფასებული იქნება რეგიონების განვითარების თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობების გამოყენების გზები.

 

ექსპერტთა ჯგუფის წევრები ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებს, სადაც ადგილზე გაეცნენ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, გამართეს შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში და მოისმინეს ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ. ექსპერტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. ექსპერტებმა სამინისტროს ხელმძღვანელობას გაუზიარეს კონცეპტუალური ხედვა სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით არსებული და პოტენციური შესაძლებლობების შესახებ. ჯგუფის წევრებმა მინისტრის მოადგილესთან - მზია გიორგობიანთან ერთად განიხილეს მოსაზრებები, როგორც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დარგების, ასევე ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სპეციალისტების აზრით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია როგორც აბასთუმანს, ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. ხაზი გაესვა ადგილობრივი მცირე და საშუალო საფერმერო მეურნეობების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიზნით დაფინანსების ახალი სქემების მომზადებას, ახალი ინიციატივების ხელშეწყობას, წარმოების ჯაჭვის შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ