დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ამირან გამყრელიძე: კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული 24.09.2020 14:49

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620, საიდანაც 80 თავისუფალია.

 

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქი ან უსიმპტომოა, გარდა ხანდაზმულებისა და ბავშვებისა, სახლში ან კოვიდკარანტინში განაგრძობენ მკურნალობას.

 

„დღეს მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების 1%-ია კრიტიკული. დაახლოებით 10%-მდე არის მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი 90%-მდე არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. საქართველო არ არის ამოვარდნილი ამ საერთო სურათიდან. ჩვენთან პროტოკოლით სახლში მკურნალობა შესაძლებელია ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების. ვისაც სახლში არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ის ადამიანები გადადიან კოვიდკარანტინში. თუმცა კოვიდკარანტინსა და სახლში ხანდაზმულები და ბავშვები არ გადადიან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ