დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია 24.09.2020 15:51

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებული ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით გადაიფრინა.

ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის ცხელი ხაზი. აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრებენ ერგნეთში ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრაზეც.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრა მიმდინარეობს. 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ