დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი ვაშაძე: ქართულ ეკონომიკას ორი დიდი პრობლემა აქვს 24.09.2020 16:01

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულ ეკონომიკას ორი დიდი პრობლემა გააჩნია - ლარის კურსი, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება და მაღალპროცენტიანი სესხები.

 

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს აღმშენებლობის მოქმედება და სტრატეგია აქვს.

 

"კატეგორიულად ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა კინკლაობას, ვერ ჩაგვითრევს ვერც ერთი კინკლაობაში, რაც არ უნდა ტალახის სროლა იყოს და თავდასხმა ჩვენთან მიმართებაში, კატეგორიულად გამოვრიცხავთ პასუხს. ერთადერთი, რაზეც ვსაუბრობთ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან დახსნა და ხალხის შველა. გვაქვს კრიზისის დაძლევის კონკრეტულად შემუშავებული სტრატეგია და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი კამპანია. არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. უმთავრესი, რაზეც ვფიქრობთ ეს არის აღმშენებლობა, და ამ აღმშენებლობის სტრატეგიის აღმშენებლობაში მოყვანა", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ