დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თორნიკე შარაშენიძე - ნაციონალური მოძრაობა იძულებული აღმოჩნდა ცნობილი სახეები დაესახელებინა 24.09.2020 16:03

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ  ნაციონალურ მოძრაობას  გამოსავალი აღარ დარჩა და ამიტომაც დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატებად  ცნობილი სახეები. ამის შესახებ მან  რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში ისაუბრა.

შეკითხვაზე, თუ რა ტენდენციაა ცნობილი სახეების დასახელება და ხომ არ  ნიშნავს ეს იმას, რომ პოლიტიკური გამოცდილება კანდიდატისთვის მეორეხარისხოვანია, ექსპერტი აცხადებს: „პოლიტიკური გამოცდილების საჭიროებაზე საუბარი რთულია“.

როგორც წესი მაჟორიტარად უნდა წარადგინო ადამიანი ვინც თავის  კამპანიას საკუთარი  ფინანსებით წარმართავს. უპირატესობა ამ მხრივ მმართველ ძალას აქვს. ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ  2 მსგავსი  კანდიდატი წაიყვანა და სხვა გამოსავალი არ დარჩა  გარდა იმისა, რომ დაესახელებინა  ცნობილი სახეები“.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი  ქვეყნის რეალიებიდან გამომდინარე რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენისას უპირატესობა მმართველ პარტიას აქვს. „საქართველო ღარიბი ქვეყანაა  და მოსყიდვა  ამომრჩევლის სირთულეს არ წარმოადგენს. თუ ოპოზიციურ პარტიას გამორჩეული  კანდიდატი არ ყავს  წარმოდგენილი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს თავის  მხარეშიგამარჯვება გაუჭირდება,“ - განაცხადა  თორნიკე შარაშენიძემ რადიოეთერში საუბრისას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ