დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ნინო ბურჯანაძე: იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც მხარს არ დავუჭერთ 24.09.2020 16:09

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი, მაგალითად, ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს.

 

მიოსივე თქმით, იქნებიან კანდიდატები, ვისაც მისი პარტია მხარს დაუჭერს და ასევე არიან კანდიდატები, ვის მხარდაჭერასაც „ერთიანი საქართველო" არ აპირებს.

 

„არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არჩევნების მოგების შანსი. მაგალითად, ნიკა მელიას, ნამდვილად აქვს ამის შანსი, ასევე გრიგოლ ვაშაძეს ქუთაისში. მაგრამ მე არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე პარტიის მაჟორიტარების შეფასებას. შევთანხმდით, რომ თუ იქნებიან კანდიდატები, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები, მათ მხარს დავუჭერთ. ასევე იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ. ამაზე ჩემი პოზიცია ცნობილია. ამიტომ ახლა ფოკუსირება გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნორმალური იყოს საარჩევნო გარემო. ამაში ჟურნალისტების წვლილი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ