პანკისის, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ოჯახის წევრები და თანასოფლელები სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ და დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გაპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ის გაუცნობიერებელი ქმედების გამო დაიჭირეს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებებს აბრალებენ.
გამოძიება 32 წლის კაცს, ამერიკის მოქალაქესთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობას ედავება. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge