დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის და საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამენტო ჯგუფმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს 24.09.2020 16:25

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" საპარლამენტო ფორმატში დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ, ჯონათან ჯანოგლისთან და სხვა წევრებთან ონლიან შეხვედრა გამართა. მას ასევე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, მარკ კლეიტონთან და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სოფიო ქაცარავა და დეპუტატები: ირაკლი ბერაია, მარიამ ჯაში და გიორგი ტუღუში დაესწრნენ.

 

შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლის ჩათვლით. პოზიტიურად შეფასდა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას. მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს.

 

ქართულმა მხარემ ბრიტანელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული უახლესი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ზოგადად საარჩევნო რეფორმაზე.

 

ბრიტანეთის მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების აქტიური დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე მიესალმა განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო ძლიერი დემოკრატიისა და მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ. ამ მხრივ, ბრიტანულმა მხარემ 2020 წლის 31 ოქტომბერს ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

შეხვედრაზე ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა. ბრიტანეთმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი ინტენსიური მილიტარიზაცია ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

 

მხარეებზე მოსკოვს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

 

შეხვედრაზე ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზეც ისაუბრეს. ორი ქვეყნის პარლამენტარები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ