დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გია ხუხაშვილი - „მმართველი პარტია არჩევნებს მოიგებს“ 24.09.2020 18:50

ამ არჩევნებში ქართულ ოცნებას გამარჯვების ყველა შანსი აქვ, მათ მხოლოდ ერთი რამის შიში აქვთ -  სიკვდილისა და შიმშილის“, შესაბამისად  ოცნების მთავარი იარაღი ადმინისტრაციული რესურსების სრულად მობილიზება და სოციალური მიმართულებით გადასროლა იქნება - ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ,, ჯორჯიან თაიმსთან'' საუბრისას გააკეთა. მისი თქმით,  ,,ქართული ოცნების მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში 60 % მოვა ცოტა გადამეტებულია, თუმცა მმართველი პარტია ამ არჩევნებს მოიგებს.

ცალკეულ ოლქებში მეორე ტურებიც გაიმართება, მაგრამ ეს ოპოზიციას ამინდს ვერ შეუქმნის“-აცხადებს გია ხუხაშვილი.  

რაც შეეხება , ნაციონალურ მოძრაობას და მათ ბოლო გადაწყვეტილებას დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით  ჩანაცვლების შესახებ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ეს პარტიაში შეთანხმებული იყო და განხეთქილებას არ აქვს ადგილი.

,,ვფიქრობ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და გენერალი ჭანკოტაძე საარჩევნო მარათონში ერთად გამოჩნდებიან’’ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი საარჩევნო  სიების კულტურის  სფეროს წარმომადგენლებითა და სპორტსმენებით დაკომპლექტებასაც შეეხო და განაცხადა, რომ  ეს ქართული პოლიტიკური ტრენდია და პარტიებს უფლება აქვთ საკუთარი  შეხედულებისამებრ დააკომპლექტონ  სიები.  

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ