დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„რამდენიმე ადამიანმა მივაბარეთ მიწას, ბავშვის მამა არ გამოჩენილა - გუშინ ეს ნაგავი ნაცებმა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს!“ 24.09.2020 21:29

ნინო ჯღარკავას პოსტი:

 

 

არცერთი პიროვნების გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ისტორია მკლავს წლებია. რომ არა იმ პიროვნების პოლიტიკაში გამოჩენა, არც გავიხსენებდი, თუმცა არ მავიწყდება მისი საქციელი. წლების წინ ჩემმა მეგობარმა თავისი მეგობრის ისტორია მომიყვა და დახმარება მთხოვა, ერთი ცნობილი პიროვნებისგან შვილი გააჩინაოო, ბინასაც ქირაობდა ის კაცი, ამ ბავშვსაც პატრონობდა რამდენიმე თვეოო, ხოდა, ის ბავშვი გარდაიცვალა ახლა და კაცი ისე დაიკარგა, ამ გოგოს დასამარხი ფულიც არა აქვსოო. უნდა დავუდგეთ გვერდითოო. მაშინ კუკიის სასაფლაოს დირექტორს არკადი ჭოველიძეს ვთხოვე, იქნებ სასაფლაო უფასოდ გაეკეთებინა და სამი თვის პაწუა მიგვებარებინა მიწას, დღესაც თვალიდან არ ამომდის პატარა, ვარდისფერ ლოყება, ბუთქუჩა გოგო, მისი უმწეო, დამუნჯებული დედა. რამდენიმე ადამიანმა როგორ მივაბარეთ მიწას, ბავშვის მამა კი მას მერეც არ გამოჩენილა. ხოდა გუშინ ეს ნაგავი ნაცებმა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს! ჩემთვის ეს კაცი არასდროს იქნება კაცი, სადაც არ უნდა იდგეს! დიდი წერტილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ