დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„რიგითების დრო მოვიდაო - ეს განცხადება კანდიდატის ჩანაცვლებაზე უარესი შეურაცხყოფაა“ 24.09.2020 22:22

ამირან სალუქვაძის პოსტი:
"საოცარი" კომენტარი გააკეთეს გენერალ ჭანკოტაძესთან მიმართებაში: რიგითების დრო მოვიდაო... ეს განცხადება კანდიდატის ჩანაცვლებაზე უარესი შეურაცხყოფაა... ათეული წლებია ასეთი დამოკიდებულებაა ოფიცრებთან და გენერლებთან მიმართებაში. ნამდვილი განათლების მქონე ოფიცერი ან გენერალი, თქვენი სერტიფიკატებიანად, ჩაგისვამთ ჯიბეში, თეორიაშიც და პრაქტიკაშიც, წერა-კითხვაშიც და ცხოვრების ცოდნაშიც, ომშიც და მშვიდობაშიც, კანონების წერაშიც და სახელმწიფოს მოწყობა-ფუნქციონირების ცოდნაშიც, მართვაშიც და ხალხზე ზრუნვაშიც... სახელმწიფოს მაშინ შევქმნით, როცა ოფიცრების და გენერლების მისამართით თავს მასეთი მიმართვის უფლებას არ მისცემთ. რაც შეეხება რიგითებს, სანამ რიგითი გახდებით, ჯერ ბევრი ოფლი უნდა დაღვაროთ. ვინ გითხრათ, რომ რიგითები ხართ? რაც შეეხება შიდაპარტიულ დემოკრატიას, შორს ხართ დემოკრატიისგან, ლიდერმა გადაწყვიტა და თქვენ თავი დაუქნიეთ, დაახლოებით ასე, "ჩვენ ვითათბირეთ და მე გადავწყვიტე". რიგითების დრო მოვიდაო... პროფესიონალების და პროფესიონალიზმის დრო როდის მოვა?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ