კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.
„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge