დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020 იმართება 25.09.2020 10:29

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება. ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

ორგანიზატორების განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანი, ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

ფორუმი ყოველ წელს გაიმართება.  კიბერსივრცეში საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, იდეების გაზიარებისთვის პლატფორმის ფუნქციას უნდა შეასრულებს

ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ