დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა 25.09.2020 11:25

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ესტონეთის ელჩთან რინა კალიურანდთან შეხვედრა გამართა.

 

 

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ელჩს დეტალურად გააცნო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, გაწეული ძალისხმევა და არსებული გამოწვევები.

 

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, კერძოდ, ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ნდობის აღდგენის მიმართულებები, მათ შორის გლობალური პანდემიის პერიოდში მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა. სახელმწიფო მინისტრმა აგრეთვე, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივისნაბიჯი უკეთესი მომავლისკენგანხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის და გამყოფი ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის წახალისების გზით, განათლების შესაძლებლობების განვითარებასა და სხვადასხვა მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

 

შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ელჩს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ახალი ხუთწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს. ესტონეთის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას და ხაზი გაუსვა გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ