დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

"კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს"-ვახტანგ გომელაური 25.09.2020 11:28

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.


„კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე რამდენიმე წელია, ორი-სამი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, აშშ-სთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან. ეს ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა 2019 წლის შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიდევ კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, ამის გაძლიერება. გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, რომ ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს შემუშავებული სტრატეგია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელზე დაყრდნობითაც მიმდინარეობს მუშაობა.


„სტრატეგია არსებობს და მას მივყვებით და დღევანდელი ფორუმიც მაგის შედეგია. დღევანდელი ფორუმის მიმართ დიდი ინტერესია. ფორუმზე ელჩების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების დასწრებაც ამაზე მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ამ მიმართულებით არის ინტერესით ჩართული“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ