დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა 25.09.2020 11:35

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის  მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა.

 

„გამოვლინდა 265 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 165 შემთხვევა, თბილისში - 43, იმერეთში - 27, კახეთში - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 4, ქვემო ქართლში -3, შიდა ქართლში- 2“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ