დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 25.09.2020 12:22

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ მან კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. აშშ-ის ელჩის თქმით, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, ამიტომ ინფორმაციის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია.

 

„მოხარული ვარ, რომ  კიბერუსაფრთხოების ფორუმში ვმონაწილებ. ამ ღონისძიებას ესწრებიან პრემიერ – მინისტრი, ელჩები, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება. აშშ ამ მიმართულებით საქართველოსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს. ეს ეხება კიბერქსელებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა და იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ინფორმაციის უსაფრთხოება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამომრჩევლებს შეუძლიათ მივიდნენ საარჩევნო უბნებთან ისე, რომ იცოდნენ, ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული იქნება. აშშ საქართველოს მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღოს ყოვლისმომცველი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მოახდინოს მისი რატიფიცირება; ასევე, მკაფიოდ გაწეროს ამ სფეროში როლები და პასუხისმგებელობები. ეს დაეხმარება საქართველოს, იყოს უკეთესად მომზადებული, აღმოფხვრას რისკები და თავდასხმის შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს. დარწმუნებული ვარ, იქნება ასეთი თავდასხმები, რადგან მთელ მსოფლიოში იგივე ხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი გაიხსნა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ