12:30 25.09.2020
ჯონ ლენონის მკვლელმა იოკო ონოს ბოდიში მოუხადა

65 წლის მარკ ჩემპმანმა საკუთარ დანაშაულს  მუხანათური და ამაზრზენი უწოდა და ისიც დასძინა, რომ  სულაც არ მოუკლავს ლენონი იმიტომ რომ  ცუდ ადამიანად თვლიდა

,,ის ოჯახის კაცი იყო,  ძალიან, ძალიან ცნობილი და ბევრი კუმირი ყავდა, მე კი ძალიან მინდოდა, რომ პოპულარული და ცნობილი გავმხდარიყავი’’- აცხადებს  ჩემპმანი.

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ ჩემპანმა ბითლზის სოლისტს, საკუთარ სახლთან რვაჯერ ესროლა, პოლიციამ იგი მალევე დააკავა. მკვლელი ტროტუარზე იჯდა და სელენჯერის  წიგნს კითხულობდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ჩემპმენმა აგვისტოში შეწყალებაზე უარი განაცხადა, თუმცა იქამდე მან რამდენჯერმე მოითხოვა ვადაზე ადრე გათავისუფლება

 




ავტორ(ებ)ი : geotime.ge