დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო შემთხვევებია 25.09.2020 12:33

 

2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


საქსტატის ცნობითვე,  2019 წელს 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 282 ერთეულით განისაზღვრა.


ასაკობრივი ჯგუფების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს 15 წლამდე ასაკის 541 ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის დომინირებს პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი რესპირაციული და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (31.1 პროცენტი), სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (9.2 პროცენტი) და პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექციები (8.3 პროცენტი). 15 წლამდე ასაკის გარდაცვალებაში გრიპით და პნევმონიით გარდაცვალებამ 3.5 პროცენტი შეადგინა. 40-59 წლის ასაკისათვის, გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს გულის იშემიური ავადმყოფობა (12.0 პროცენტი), ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკისთვის – ცერებროვასკულური ავადმყოფობები (თავის ტვინის სისხლძარღვებისა და მისი მფარავი გარსების დაავადება.) (21.5 პროცენტი),“- აცხედებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.


უწყების ცნობით, 2019 წელს საქართველოში 46 659 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის 24 019 მამაკაცი და 22 640 ქალია.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ