დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პაატა ზაქარეიშვილი: მეეჭვება ახალმა მასალებმა საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი გადაჭრას 25.09.2020 12:36

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

 

მისი თქმით, არსებული საკითხი ღია არ უნდა იყოს, რადგან საქმე მეორე მხარესაც ეხება.

 

„თუ ჩვენ წინასწარ გავასაჯაროვებთ დოკუმენტაციას, შეიძლება აზერბაიჯანისგან შენიშვნა მივიღოთ და საქმეს არ წაადგება. ამაზე მაღლა კი სახელმწიფო ინტერესები და საბოლოო მიზანი დგას.

 

საბოლოო მიზანი თუ ის არის, რომ დაცული იყოს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ინტერესები და ჩვენი მეგობრობა, მაშინ სასურველი იქნება რომ არ გასაჯაროვდეს.  ისიც საკითხავია, თუ რამდენად არის მისაღები აზერბაიჯანის მხარისათვის დოკუმენტაციის გასაჯაროვება,“- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

 

მისი თქმით, დოკუმენტაცია შეთანხმებულად უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ ამ საკითხზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

„არ მგონია, რომ ზალკანიანმა რამე განსაკუთრებული აღმოაჩინა. ჩავთვალე, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო მზად ამაზე სასაუბროდ. მასალების გასაჯაროვებას კი ჯობია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.

 

ეჭვი მეპარება, რომ ახალი კარტოგრაფიული მასალების აღმოჩენა რაიმე შედეგს გამოიღებს. გარეჯის მიმართ როგორც ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, ისეთივე  აქვს აზერბაიჯანულ მხარესაც. ჩემი აზრით, ეს წინა საარჩევნოდ გასროლილი მესიჯია და გამიზნული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც კარგად იქნა გამოყენებული. ვნახავთ, რომ არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ