დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა 25.09.2020 13:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

 

ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

 

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ