დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი გახარი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს 25.09.2020 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღებას გაამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ოკუპაცია,  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, და სხვ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, თბილისის დროით, დღის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ