დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დავით ასათიანი - ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტით 25.09.2020 14:33

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ადვოკატი უნდა სარგებლობდეს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით ყველა იმ განცხადებასთან მიმართებით, რომლებიც კეთილსინდისიერად, წერილობით ან ზეპირი ფორმით გააკეთა სასამართლოს, ტრიბუნალისა და სხვა სამართლებრივი თუ ადმინისტრაციულ ორგანოს წინაშე პროფესიული საქმიანობისას. (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "ადვოკატის როლის შესახებ" ძირითადი პრინციპების - მუხლი 20.)

რაც შეეხება, ადვოკატის კეთილსინდისიერების საკითხს, ეს მხოლოდ პროფესიული ეთიკის ნაწილი შეიძლება იყოს, რომლის შეფასებაც პროფესიული თვითმმართველობის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომპეტენციაა“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ