დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„საქართველო დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე წარსდგა როგორც ევროპული დემოკრატიის, ეკონომიკურად მიმზიდველი საერთაშორისო ჰაბი“ 25.09.2020 20:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლას და წერს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც აქტუალურია როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე საქართველოსთვის.
გენერალური ასამბლეის ფორმატში, კიდევ ერთხელ, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მძიმე შედეგებს; გლობალურ პანდემიას, საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას და პანდემიის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, რაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაში აგდებს საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვედით კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრე. ჩვენ გვამოძრავებს ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების სურვილი, რათა ისინი იყვნენ წარმატებული სახელმწიფოს თანაზიარნი, რომელსაც ასე გულმოდგინედ და თანმიმდევრულად ვაშენებთ.
საქართველო დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე წარსდგა როგორც ევროპული დემოკრატიის, გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად მიმზიდველი საერთაშორისო ჰაბი. საქართველომ, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს იცხოვრო და განვითარდე ურთულესი გამოწვევის - ოკუპაციის პირობებში, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა და საკუთარ მაგალითზე აჩვენა, რომ ძალა ერთობაშია!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ