დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს აძლევს, ელენე ხოშტარიას კი - 33,2% პროცენტი 25.09.2020 21:14

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

 


დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,4% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს,  გაერთანებული ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას  კი ხმას 33,2% პროცენტი აძლევს.


დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა: 

ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო - ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) 33,2%

ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) -5,3%

ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%

ლევან კობერიძე (ლელო) -1,9%

ბექა ნაცვლიშვილი (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) -1,0%

გია გაჩეჩილაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -0 % (არცერთი ხმა)

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს ირჩევს - 2,1%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ვაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 54,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -12,1%

ევროპული საქართველო 7,8%

პატრიოტთა ალიანსი - 6,0%

გირჩი - 5,7%

ლელო - 5,4%

გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 2,5%

ლეიბორისტული პარტია -1,8%

ერთიანი საქართველო - 0,4%

თავისუფალი დემოკრატები -0 %

სხვა არჩევანს აკეთებს -3,7%

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ვაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 75% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს. 
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
 
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
50-50-ზე - 9%
არ მივიღებ მონაწილეობას -5%
არ ვიცი, ან უარი პასუხზე -1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

 

 

ინფორმაციას რუსთავი-2 აქვეყნებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ