დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს 26.09.2020 00:42

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო. შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არადა, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. შაჰ-აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს: თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წამების მხილველმა ფრანგებმა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს.

 

ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ